უსასრულო სივრცე

ხანდახან ვფიქრობ, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, ხან ვფიქრობ, რომ მინდა მე თვითონ მივცე აზრი, მაგრამ მახსენდება ჩემი ცხოვრება და სასო მეკვეთება ხოლმე 🙂 უბრალოდ, ამდენი ხნის განმავლობაში ცხოვრება ვერ ვისწავლე, ან არ ვცდილობ რომ ვისწავლო. მუდამ კრიტიკის ქვეშ ვარ და მუდამ ფიქრებით ვარ მოცული.

შავბნელი სამყარო თავს არ მანებებს და უფრო თავისკენ მითრევს…

ჩემი სიყვარული თავს მახსენებს და უფრო მბოჭავს…

მინდა ყველაფერი წინ წავიდეს, ისე წინ, რომ უკან აღარ მინდოდეს გამოხედვა.

დავიღალე იმაზე წერით, როგორ ძალიან მიყვარხარ და იმაზე ფიქროთაც აზრი აქვს თუ არა ამ სიყვარულს, თუ ესეც ისევე გაქრება, როგორც გაქრა ბევრი ადამიანი გაქრა.

თავს ვალდებულად ვთვლი ამ ქვეყნიურ უბედურებებზე ვწერო.

gallery_500_3_62767

სამყარო ისეთი ამოუცნობია, ძნელია ჩაწვდე იმას, თუ რას გიმზადებს ბედი.

ალბათ 100 წელი ან 200 წელი უნდა გავიდეს რომ თამამად ვთქვა, რომ მე ის ვარ, ვინც თქვენ 2 საუკუნის წინ გეზიზღებოდათ, ვისაც ავადმყოფს ეძახდით და ვისაც დასცინოდით თავისი სიყვარულის გამო.

თუმცა არა, არ ვიტყვი თამამად, მე მე ვარ, მე ვცხოვრობ, მე ვსუნთქავ, მე ვაზროვნებ, მაშასადამე ადამიანი ვარ. თუ წერის მუზა მომდის გაგიჟებული ვწერ. ვწერ ყველაფერზე, ვწერ ამ ქვეყანაზე, იმ ქვეყანაზე და ვწერ შუა ადგილზე, რომელიც ამ ქყვეყანასა და იმ ქვეყანას შორისაა. წერის დროს რომ შემომხედოთ, იფიქრებთ, რომ გავგიჟდი, გადავირიე და აზროვნების უნარი დავკარგე. პირიქით, ამ დროს ყველაზე კარგად ვაზროვნებ და თითები თავისით გარბის. ერთი და იგივე მუსიკა მაქვს, რომელიც ყოველი წერის დროს გამდევს ფონად. ასე უფრო მშვიდათ ვარ, და ასე უფრო კარგად ვწერ.

ჩემო სიცოცხლე სიგიჟემდე მიყვარხარ.

მე მხოლოდ სიყვარული შემიძლია

ვერ ვახერხებ ბლოგზე ხშირად წერას, მაგრამ ვინც ჩემს პოსტებს ელოდება მინდა მათთვის დავწერო.

არ ვიცი რატომ არის ისე, რომ ადამიანის დავიწყება მინდა და ვერ ვივიწყებ, არ ვიცი რატომ ვერ ვივიწყებ, ვინმე ახალს ველოდები თუ უბრალოდ იმდენად მიყვარს, რომ ვერ ვახერხევ დავივიწყო.

მე მხოლოდ სიყვარულის მწამს ამ ქვეყნად. სხვა არავისი და არაფრის. მხოლოდ სიყვარულის გამო შეიძლება იქცე ადამიანად. მხოლოდ სიყვარულის გამო შეიძლება გადალახო ის სირთულეები რასაც ცხოვრებაში ვხვდებით და მხოლოდ სიყვარულის გამო შეიძლება სუნთქავდე. ყველანაირი სიყვარულის მწამს. ადამიანური თუ ცხოველური. ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს, ვინც სხვებს აკრიტიკებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ სიყვარული დაგეხმარებათ ეს ადამიანური ღირსება დაიბრუნოთ, ან თუ არასოდეს გქონიათ იქცეთ ადამიანად. ყველაფერი სიყვარულით შენდება, ყველა სიტყვას სიყვარულის გამო ვამბობთ. რა მარტო იქნება ადამიანი, სიყვარული რომ არ არსებობდეს.

dream

მე ერთი თქვენგანი ვარ ამ საზოგადოებაში, რომელიც სამყარომ ალბათ იმიტომ შექმნა, რომ უყვარდეს. სიყვარულის გამო შემიძლია მხოლოდ მიყვარდეს. სხვა არაფერი შემიძლია. მხოლოდ სიყვარული. ის კედლები, რაშიც ყოფნა მიწევს სიყვარულით არის გაჟღენთილი, განა იმიტომ, რომ მე თვითონ სიყვარულით მაქვს გული სავსე, იმიტომ რომ მე ადამიანის მიმართ მხოლოდ სიყვარულის გამოხატვა შემიძლია.

სიყვარული ყველა მიზანს დაგავიწყებს. თუ ადამიანში სიყვარულია, იქ ყველანაირი ცუდი თვისების ძებნას უნდა შეეშვა და იმით უნდა დაკმაყოფილდე, მისი სიყვარულით. არ მინდა ბევრი ლაპარაკი სიყვარულზე, მაგრამ იცოდეთ, რომ ის ადამიანებიც მიყვარს, ვინც ჩემზე ამბობენ ავადმყოფიაო. ხო, მიყვარს, ეს ადამიანური სიყვარულია. მე სხვა არაფერი შემიძლია.

დავიბადე სიყვარულით, ვცხოვრობ სიყვარულით და ზუსტად ვიცი, რომ სიყვარულის გამო შემიძლია სიკვდილი.