მე მხოლოდ სიყვარული შემიძლია

ვერ ვახერხებ ბლოგზე ხშირად წერას, მაგრამ ვინც ჩემს პოსტებს ელოდება მინდა მათთვის დავწერო.

არ ვიცი რატომ არის ისე, რომ ადამიანის დავიწყება მინდა და ვერ ვივიწყებ, არ ვიცი რატომ ვერ ვივიწყებ, ვინმე ახალს ველოდები თუ უბრალოდ იმდენად მიყვარს, რომ ვერ ვახერხევ დავივიწყო.

მე მხოლოდ სიყვარულის მწამს ამ ქვეყნად. სხვა არავისი და არაფრის. მხოლოდ სიყვარულის გამო შეიძლება იქცე ადამიანად. მხოლოდ სიყვარულის გამო შეიძლება გადალახო ის სირთულეები რასაც ცხოვრებაში ვხვდებით და მხოლოდ სიყვარულის გამო შეიძლება სუნთქავდე. ყველანაირი სიყვარულის მწამს. ადამიანური თუ ცხოველური. ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს, ვინც სხვებს აკრიტიკებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ სიყვარული დაგეხმარებათ ეს ადამიანური ღირსება დაიბრუნოთ, ან თუ არასოდეს გქონიათ იქცეთ ადამიანად. ყველაფერი სიყვარულით შენდება, ყველა სიტყვას სიყვარულის გამო ვამბობთ. რა მარტო იქნება ადამიანი, სიყვარული რომ არ არსებობდეს.

dream

მე ერთი თქვენგანი ვარ ამ საზოგადოებაში, რომელიც სამყარომ ალბათ იმიტომ შექმნა, რომ უყვარდეს. სიყვარულის გამო შემიძლია მხოლოდ მიყვარდეს. სხვა არაფერი შემიძლია. მხოლოდ სიყვარული. ის კედლები, რაშიც ყოფნა მიწევს სიყვარულით არის გაჟღენთილი, განა იმიტომ, რომ მე თვითონ სიყვარულით მაქვს გული სავსე, იმიტომ რომ მე ადამიანის მიმართ მხოლოდ სიყვარულის გამოხატვა შემიძლია.

სიყვარული ყველა მიზანს დაგავიწყებს. თუ ადამიანში სიყვარულია, იქ ყველანაირი ცუდი თვისების ძებნას უნდა შეეშვა და იმით უნდა დაკმაყოფილდე, მისი სიყვარულით. არ მინდა ბევრი ლაპარაკი სიყვარულზე, მაგრამ იცოდეთ, რომ ის ადამიანებიც მიყვარს, ვინც ჩემზე ამბობენ ავადმყოფიაო. ხო, მიყვარს, ეს ადამიანური სიყვარულია. მე სხვა არაფერი შემიძლია.

დავიბადე სიყვარულით, ვცხოვრობ სიყვარულით და ზუსტად ვიცი, რომ სიყვარულის გამო შემიძლია სიკვდილი.

პირველად შემიყვარდა

ამდენი წლის განმავლობაში მივხვდი რომ პირველად შემიყვარდა. საკმაოდ ცუდი ყოფილა სიყვარული 🙂

Love-Wallpapers-love-33002117-1600-1000

მიუხედავად იმისა, რომ განიტარებია მასთან ბედნიერი დღეები, მაგრამ ყველაფერი მაინც საშინელებაა.. უშენოდ გატარებული ყოველი დღე დიდ ტკივილს მაყენებს. ვხვდები, რომ დიდხანს მომიწევს ასე ყოფნა. ცუდია, როცა იცი რომ მასთან არასოდეს იქნები და ცუდია, როცა ტკივილამდე გენატრება. მიკვირს, როდესაც ჩემს თავს ვუყურებ. ადამიანი, რომელიც იშვიათად იღიმის, არის ძალიან სერიოზული, გარეგნულად ცივი და საკმაოდ უხეში…. გული სავსეა სუყვარულით, სითბოთი და სევდით. მე თვითონაც მიკვირს, როდესაც ვფიქრობ, რომ შენთან შემიძლია ყველაზე თბილ ადამიანად ვიქცე.

ვხვდები, რომ ნელ-ნელა ვექცევი შენი ცხოვრების ქვეშ. ვოცნებობ შენთან შეხვედრაზე და ვცხოვრობ მოგონებებით, ხო, იმ მოგონებებით, რომელიც შენ დამიტოვე და წახვედი, ან მე გაგიშვი. არ ვიცი.

არ მინდა პატარა ბავშვივით ბანალურად დავიწყო, რომ სიყვარული საშინელებაა, მაგრამ ფაქტია. ყველაფრის ხალისი დამიკარგა, ყველაფერი გაუფერულდა, ვცხოვრობ მხოლოდ ისე, როგორც ამას აკეთებს ის, ვისთვისაც უკვე ყველაფერი სულ ერთია, ვისაც ყველაფერი მობეზრდა და ვისაც აღარც კი ახსოვს რა ნიშნავს უყვარდე ადამიანს მთელი გულით, მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურს სხვასთან სიახლოვეც კი.

ნუთუ ესაა ნამდვილი სიყვარული, ნუთუ ესაა ის, რაც ფილმებში მინახავს, რაზეც წამიკითხავს, რაზეც მსმენია….

ასე დავიარები ამ ქვეყნად და დაგატარებ გულით ისეთი შეგრძნებით, თითქოს სულ იქ იყავი და არც არასოდეს წახვალ…

არ მაინტერესებს ის, რომ ჩემსა და შენს სქესს შორის განსხვავება არაა. მთავარია მთელი გრძნობით მიყვარხარ!

ყოველ დღე მესიზმრები…

პ.ს. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც  სასიამოვნო განცდით შეხვდა ჩემს ბლოგს.

First step

პირველი პოსტი მინდა ცოტა განსხვავებული ყოფილიყო. არც ჩემს თავზე დამეწერა და არც არავიზე. უბრალოდ რაღაც ისეთის თქმა მინდოდა.

საკმაოდ რთული სიტუაციის გამო, რაც დღეს არის საქართველოში, უმცირესობები ძალიან იჩაგრებიან. მე მაინცდამაინც არ ვარ აქციების და მსგავსი გამოსვლების გამართვის მომხრე, თუმცა როდესაც ადამიანის უფლებები ასე გადაჭარბებულად ირღვევა, უნდა გამოვიდეს ყველა, ვინც აზროვნებს ნორმალურად და თვალები მართლმადიდებლური “რწმენით” არ აქვს დაბრმავებული.

ამ ბლოგის შექმნის მიზანი არაფერი არ არის. მინდა უბრალოდ ჩემზე მოგიყვეთ. ძალიან გამიხარდება თუ ეყოლება მკითხველი ამ ბლოგს და ბედნიერი ვიქნები თუ დაინტერესებასაც გამოიწვევს.

დანარჩენს მოგვიანებით გავაგრძელებ.